პოლიტიკა
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში მეორედ გაემგზავრა

გაეროს მისია მთიან ყარაბაღში მეორედ გაემგზავრა. აღდამის გავლით შევიდა. მისიაში შედიან გაეროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
მისიის მიზანია ადგილზე გაეცნონ ვითარებას, გაარკვიონ მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები“, – ნათქვამია მისიის შესახებ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მისიის პირველი ვიზიტი მთიან ყარაბაღში 1 ოქტომბერს შედგა. იგი მძიმედ გააკრიტიკა სომხურმა მხარემ დაგვიანებისა და ადგილზე არსებული ვითარების არასრული დოკუმენტაციის გამო.