
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს შეტყობინებას. განხილული იქნა მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებითი დეპორტაციის შემდეგ შექმნილი ვითარება და ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები.