საზოგადოება

სომეხი დამფუძნებლების  კომპანია Cognaize, CB Insights-ის Fintech 100 რეიტინგში მოხვდა

  CB Insights-მა სომეხი დამფუძნებლების  კომპანია  Cognaize, კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ინტელექტუალური დოკუმენტების დამუშავებას (IDP) ფინანსური და სადაზღვევო კომპანიებისთვის შეიყვანა თავის  მეექვსე ყოველწლიურ Fintech 100 2023 წლის რეიტინგში, როგორც 100 ყველაზე პერსპექტიული კერძო ფინტექ კომპანიები  მსოფლიოში

ამის შესახებ კომპანიამ „ლინკდინის“ ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

CB Insights-ის კვლევითმა ჯგუფმა შეარჩია 100 გამარჯვებული 19000-ზე მეტი კერძო კომპანიისგან. ისინი შეირჩა ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა კაპიტალის დაფინანსება, ინვესტორების პროფილები, საქმიანი ურთიერთობები, R&D საქმიანობა, კონკურენტული ლანდშაფტი და ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ბაზრის პოტენციალის კრიტერიუმები.

„Cognaize-ს აქვს პატივი, რომ CB Insights-მა აირჩია მსოფლიოს 100 ყველაზე პერსპექტიული კერძო ფინტექ კომპანიადან, რადგან ის კიდევ უფრო ადასტურებს იმ უზარმაზარ ღირებულებას, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ფინანსურ ორგანიზაციებს ჩვენი  AI-ზე დაფუძნებულ IDP  გადაწყვეტილებებით“, წერს Cognaize-ის აღმასრულებელი დირექტორი ალ ესაიანი. მის „ლინკდინის“  გვერდზე.

Cognaize არის ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული ფინტექ კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს ვაჰე ანტონიანის მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button