ეკონომიკა

სომხეთი ლიდერი გახდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობით

რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერი სომხეთი გახდა, აგვისტოს მონაცემებით, გზავნილებმა 30 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. ამის შესახებ News.am-ი რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოთვლების დროს გამოყენებული იქნა იმ ქვეყნების ცენტრალური ბანკების სატრანსფერო მონაცემები, რომლებმაც გაითვალისწინეს ტრანზაქციები საბანკო ინფრასტრუქტურის ან/და ფულადი გზავნილების სისტემის მეშვეობით.

2023 წელი აგვისტოს შედეგების მიხედვით, რუსეთიდან სომხეთში გაიგზავნა 32,8 მილიარდი რუბლის ექვივალენტი თანხა, რაც 7,2-ჯერ მეტია 2021 წლის  საშუალო თვიურ გადარიცხვებთან შედარებით.     2022 წელს  სექტემბერში ეს მაჩვენებელი 24,8 მილიარდი რუბლის დონეზე იყო.   2023 წლის  თებერვალშიეს იყო ყველაზე დიდი მონაცემი, როდესაც გადარიცხვების მოცულობამ 44 მილიარდ რუბლს მიაღწია. აღინიშნა, რომ სომხეთის ცენტრალური ბანკი ითვალისწინებს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირების ტრანსფერებსაც.

რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებულ ნაწილობრივ გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოში გადარიცხვების მოცულობა შემცირდა. აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში 5,7 მილიარდი რუბლი გადაირიცხა, ანუ 2021 წლის  საშუალო თვიური მოცულობის 228 პროცენტი. 2022 წელი ოქტომბერსა და დეკემბერში ზრდამ შესაბამისად 736 პროცენტი და 840 პროცენტი შეადგინა. დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში ტრანსფერების მოცულობამ მაქსიმუმ 21 მილიარდ რუბლს მიაღწია, რის შემდეგაც ამ მაჩვენებელმა კლება დაიწყო.

ნახეთ მეტი
Back to top button