პოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის გაგრძელებას გამართლება არ ექნება  – ირანის გენერალური შტაბის უფროსი

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ჰოსეინ ბაგერიმ სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ ბოლო მოვლენებსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თქმით, თეირანი პატივს სცემს და აფასებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.

„ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ხაზი გავუსვით ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ სრული მშვიდობის მიღწევის შემდეგ, ჩვენ გავხდებით კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და აღდგენის მოწმე რეგიონის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური საზღვრების შეცვლის გარეშე. ამის შემდეგ ომის გაგრძელებას არანაირი გამართლება არ ექნება“, – ციტირებს Mehrnews-ს მოჰამად ჰოსეინ ბაგერის სიტყვები.

ნახეთ მეტი
Back to top button