პოლიტიკა

ჩვენ ვერ შევცვლით ერთ არასანდო პარტნიორს მეორეთი  –  ევროპარლამენტის პრეზიდენტი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის შესახებ

ჩვენ ვერ შევცვლით ერთ არასანდო ენერგეტიკულ პარტნიორს მეორეთი. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

„მე უკვე ვთქვი, რომ განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში ესკალაციის  გათვალისწინებით, ჩვენ ვერ შევცვლით ერთ არასანდო პარტნიორს მეორეთი ენერგეტიკის სექტორში.  ეს ის პოზიციაა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ“, – განაცხადა მან.

მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენებზე საუბრისას მეცოლამ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის აუცილებელია ფოკუსირება ჰუმანიტარულ კრიზისზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისგააზრება,  თუ როგორ დავეხმაროთ სომხეთს ლტოლვილების საკითხში. „ათიათასობით ადამიანმა დატოვა სახლები, რადგან იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა.  მაგრამ მე ასევე მივესალმები დეესკალაციის ყველა მცდელობას და ვიმედოვნებთ, რომ ყოველივე ეს  უფრო კონკრეტულობამდე  მიგვიყვანს, ვიდრე ახლა გვაქვს“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button