მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ წამოჭრილ ანკლავების თემას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. კარტოგრაფი

დამოუკიდებლობის გამოცხადების დეკლარაციის მეორე მუხლში აზერბაიჯანმა აღნიშნა, რომ ის არის 1918-20 წლების აზერბაიჯანის უფლებამონაცვლე, იმ წლებში კი არ არსებობდა ანკლავები, ამიტომ აზერბაიჯანმა უნდა შეაგროვოს გადაუმოწმებელი და ყალბი რუკები და დაუბრუნოს ყოფილი სსრკ-ს სამხედრო შტაბს, რომლის უფლებამონაცვლე ახლა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროა.

ამის შესახებ პლატფორმაზე „მედია ცენტრი“ ორგანიზებული დისკუსიის დროს, სახელწოდებით “ანკლავები. რას ამბობენ რუკები?“ აღნიშნა გეოგრაფმა, კარტოგრაფ-კარტოლოგმა რუბენ გალიჩიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში სომხურ-აზერბაიჯანული დარეგულირების შესახებ შეხვედრის წინ ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. აზერბაიჯანული და რუსული მედიის ცნობით, მიშელთან საუბარში ალიევმა რვა ანკლავი ახსენა, რომლებიც, მისი თქმით, „სომხეთის მიერ არის ოკუპირებული, ისინი უნდა განთავისუფლდეს“.

გალიჩიანმა აჩვენა სსრკ-ს 1926 წლის რუკა, რომელიც დამოწმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და რომელშიც არ არსებობდა ანკლავები არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ამ რუკაზე დაფიქსირებული სომხეთის სსრ-ის ზოგიერთი ტერიტორია 1200 კვადრატული კილომეტრით მოგვიანებით გადაეცა აზერბაიჯანს. ამავე რუკის მიხედვით, სომხეთს მთიანი ყარაბაღისგან მხოლოდ მდინარე აღავნო ჰყოფს. მოგვიანებით აზერბაიჯანელებს გადასცეს მიმდებარე ახალი ტერიტორიები.

გალიჩიანმა ასევე აჩვენა სსრკ-ს 1932 წლის რუკა, რომლის მიხედვითაც ორივე  ქვეყნიდან არც ერთში არ იყო ანკლავები. ისინი 1940 წლის რუკაზე გამოჩნდა: ორი ტავუშში, სხვა კი არარატის მარზში, ასევე არწვაშენი აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანკლავები რუკაზე იყო დატანილი, მათ შესახებ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, ანუ არც ჩვენს არქივში არ არის მათი დაფიქსირების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი. მიუხედავად ამ გარემოებისა, აზერბაიჯანმა 2014 წელს გამოაქვეყნა ატლასი, რომელშიც შედიოდა სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ანკლავები, მაგრამ არწვაშენი არ იყო ნახსენები.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი წლის წინ განაცხადა, რომ თუ სომხეთი აცხადებს, რომ ანკლავები მისი ტერიტორიებია, უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტი. მაგრამ ფაქტობრივად საპირისპირო მიდგომაა, რადგან მოცემული ტერიტორიები სრ-ის შიგნითაა, შესაბამისად სომხეთს ეკუთვნის. და თუ აზერბაიჯანს აქვს რაიმე პრეტენზია აღნიშნულ ტერიტორიებზე, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს სამართლებრივი საფუძველი, რაც, ფაქტობრივად, არ არსებობს“, – ამბობს კარტოგრაფი.

გალიჩიანმა შეახსენა, რომ სსრკ-ს სამხედრო შტაბის მონაცემებით, რუქების რატიფიცირება მოხდა 1960-70-იან წლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების მონაწილეობით, რის საფუძველზეც 1991 წელს მიიღეს ალმა-ატას დეკლარაცია. აზერბაიჯანელები ახლა ისეთ რუკებს უჩვენებენ, რომლებშიც შავი ტბის და იშხანასრის ნაწილები აზერბაიჯანშია შეტანილი. აზერბაიჯანმა ეს ყალბი რუკები საზღვარზე მდგარ ჯარისკაცებსა და მესაზღვრეებს დაურიგა. როდესაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორია მოიცავს 29800 კვადრატულ კილომეტრს, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მიერ 2021 წლიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიც შედის, რომელიც შეადგენს დაახლოებით 240 კვადრატულ კილომეტრს და ძირითადად სტრატეგიული სიმაღლეებია, რაც, სხვათა შორის. აზერბაიჯანმა ის უკვე აღიარა სრ სუვერენულ ტერიტორიად 1991 წლის დეკლარაციით.

ნახეთ მეტი
Back to top button