„ერთი ტირანის ეთნიკური წმენდის წარმატებამ სხვები გაამხნევა“. თანკიანმა დაგმო ჰამასის ქმედებები, მაგრამ შეახსენა ისრაელის მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი

სერჟ თანკიანმა დაგმო ჰამასის მიერ მშვიდობიანი ისრაელის მიმართ სასტიკი მოპყრობა, მაგრამ ასევე შეახსენა, რომ ერთ დროს ისრაელი მხარს უჭერდა აზერბაიჯანს, რომელმაც იგივე ქმედება განახორციელა არცახში მცხოვრები სომხების წინააღმდეგ.
თავის X გვერდზე თანკიანმა დაწერა: „თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათი გატაცება და მკვლელობა ომის დანაშაულია, მიუხედავად იმისა, ვინ აკეთებს ამას. ის, რაც მე დავინახე ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან, საშინელებაა. წარსულში ჩვენ ასევე ვნახეთ ისრაელის მიერ პალესტინის მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობები.
აქვე მსურს დავამატო, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ისრაელის მიერ შეიარაღებულმა აზერბაიჯანმა ძალადობრივი აქტი ჩაიდინა არცახში მცხოვრები სომხების მიმართ, რის გამოც ისინი აიძულა გაქცეულიყვნენ 3000-წლიანი სამშობლოდან.
ის, რაც ჩვენ იმ დროისთვის ისრაელის მთავრობისგან მივიღეთ, იყო ცრუ თანასწორობა ორივე მხარის თავშეკავების მოწოდებით“.
მსოფლიოში ცნობილმა სომეხმა მუსიკოსმა დასძინა: „ერთი ტირანის მიერ ეთნიკური წმენდის წარმატებამ სხვები გაამხნევა. მე ვდგავარ როგორც პალესტინელების, ასევე ისრაელეელბის გვერდით, რომლებსაც მშვიდობა სურთ.”