საზოგადოება
მიმდინარეობს ერევანი-გიუმრი-საქართველოს საზღვარი სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის კაპიტალური რემონტი (ფოტოები)

Radar Armenia-ს გადმოცემით მიმდინარეობს M-1, ერევანი-გიუმრი-საქართველოს საზღვარი სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის კმ 160+200-კმ171+700 მონაკვეთის კაპიტალური რემონტი. კონტრაქტორმა ორგანიზაციამ, შპს “AAB Proekt”-მა 11,5 კმ სიგრძის კაპიტალურად შესაკეთებელ გზაზე ასფალტბეტონის საფარის შიდა ფენა დაამონტაჟა. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს შპს “რ ქონსალტი”. პროექტის დაფინანსება სრ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.





