სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი ცხოვრების დამკვიდრებისა და ნდობის განმტკიცების დრო დადგა. სერგეი ლავროვი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის აღიარების საკითხის მოგვარების შემდეგ, რუსეთის სამშვიდობო ჯარები მზად არიან წვლილი შეიტანონ სამხრეთ კავკასიაში ნდობის განმტკიცებაში.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სტატიაში, შემდეგი სათაურით: „საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები არის გაეროს წესდების პრინციპების დაცვა, სრულად და ურთიერთდაკავშირებულად“.
„ახლა, როდესაც ერევნისა და ბაქოს ლიდერებმა მოაგვარეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ურთიერთ აღიარების საკითხი, დადგა მშვიდობიანი ცხოვრების დამყარების და ნდობის განმტკიცების დრო. რუსეთის სამშვიდობო ჯარები მზად არიან ყოველმხრივ წვლილი შეიტანონ ამაში“, – წერს ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი და აღნიშნა, რომ ბრიუსელი “თავის მედიატორულ სამსახურებს ავალდებულებს” სომხეთსა და აზერბაიჯანს “ვაშინგტონთან ერთად, მოაქვს რა დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში”.