პოლიტიკა
სომხეთში იმყოფებიან მაშველები საბერძნეთიდან და საქართველოდანაც

Radar Armenia-ს გადმოცემით, საბერძნეთის საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო ჯგუფი სომხეთში საჰაერო გზით ჩავიდა. სომხეთშია საქართველოს 20-კაციანი ნაკრებიც. ამის შესახებ იუწყება შსს-ს სამაშველო სამსახური.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაში „HOPE 2023“ მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩამოვიდნენ სამძებრო-სამაშველო ჯგუფები საფრანგეთიდან, კვიპროსიდან და მონტენეგროდან.