მთავარისაზოგადოება

სომხეთში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო და რჩება სამართლიანობა, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა. ფაშინიანი

2024 წლის 1 იანვრიდან სრ-ში ორი საგამოძიებო ორგანო იმუშავებს: საგამოძიებო კომიტეტი და ანტიკორუფციული კომიტეტი.

ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მართლმსაჯულების სექტორში მრავალი რეფორმა განხორციელდა.

,,მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ ამ წლიდან სომხეთის რესპუბლიკაში ყველა საგამოძიებო მოქმედებები და დაკითხვა ვიდეოკამერების წინაშე მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც სომხეთს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ასახელებს. ასევე, ამით ვსვამთ ამოცანას, დავზოგოთ პროფესიონალი გამომძიებლები, რომლებმაც იციან სისხლის სამართლის საქმეებზე ინტელექტუალური საშუალებებით მუშაობა ფსიქოლოგიური ნიუანსების ცოდნითა და დაუფლებით, დაზუსტებული და სწორი ფაქტების ძალის, მათი დამაჯერებლობის შეფასებით და ა.შ.“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საგამოძიებო კომიტეტში ხელფასების თითქმის გაორმაგებას, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაზრდას.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო და რჩება სამართლიანობა, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და პასუხისმგებლობის გარდაუვალობა.

ნახეთ მეტი
Back to top button