
10 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან.
სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების ვითარება.
არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა არაერთხელ, მათ შორის ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების დროს, რომელიც 9 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ხმა აღიმაღლა იმის სესახებ, რომ აზერბაიჯანის ღია განზრახვაა მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ წმენდას დაუქვემდებაროს და დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ფაქტობრივად ვერ შეძლო ამის აღკვეთა.
საუბარი ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღის 100 000-ზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილების შედეგად შექმნილ ვითარებას, მისგან წარმოშობილ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს და ამ საკითხში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ.
მინისტრმა მირზოიანმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების ზოგად ვითარებაზე , რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აზერბაიჯანის ამბიციების შეზღუდვის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა 5 ოქტომბერს გრანადაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგად მიღებული განცხადების ძირითადი გზავნილების საკითხში პარტნიორების მხარდაჭერას.
თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს აზრები სრ-დიდი ბრიტანეთის ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების შესაძლებლობებზე.