პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეში დაადანაშაულა

აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა ვივეკ რამასვამიმ აზერბაიჯანი დაადანაშაულა მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეში, იუწყება “ამერიკის სომხური კომიტეტი“ (ANCA) X-ში. ამის შესახებ მან Tucker Carlson-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რაც ხდება არის სისასტიკე. ვგულისხმობ, დაახლოებით 100-120 000 ქრისტიანმა სომეხმადატოვა ქვეყანა იმ რეგიონიდან, სადაც ისინი უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ. ბევრი სისასტიკე ჯერ კიდევ არ არის გაშუქებული დასავლურ მედიაში“, – თქვა რამასვაიმმა.