საზოგადოება

ბაქო აგრძელებს ერევნის მუქარას

ბაქო აგრძელებს ერევნის მუქარას და აცხადებს, რომ რაც უფრო მეტხანს გაჭიანურდება ეგრეთ წოდებული „სამშვიდობო“ შეთანხმების ხელმოწერა, მით უფრო მეტ „ფასს“ გადაიხდის სომხეთი. ასეთი მუქარა აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს მდივანმა რამილ უსუბოვმა გააჟღერა.

ის დარწმუნებულია, რომ სომხეთი განადგურების პირასაა და ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სომხეთში „სახელმწიფო აპარატის კორუფცია“ „განადგურების“ მტკიცებულებაა.

უსუბოვის თქმით, სომხეთი “შეეცდება ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე”. მისი აზრით, ბაქო „ისტორიულ შესაძლებლობას“ აძლევს არა მარტო სომხეთს, არამედ არცახის მოსახლეობას, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ისტორიული სამშობლო აზერბაიჯანის აგრესიის გამო. აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სისასტიკისა და სომხების მოკვლის მოწოდების მიუხედავად, ბაქოს მიერ შეთავაზებული ე.წ. “ინტეგრაცია” და “აზერბაიჯანის პასპორტი უნიკალური შესაძლებლობაა ყარაბაღელი სომხებისთვის”.

ნახეთ მეტი
Back to top button