თუ რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღს დატოვებენ, მაშინ ისინი რუსეთში უნდა წავიდნენ – ფაშინიანი

რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში დარჩენის საკითხი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ისიც ვიცით, რომ რუსეთი ამ თემაზე გარკვეულ დისკუსიაშია აზერბაიჯანთან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა კითხვაზე, დარჩებიან თუ არა რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში.
„ჩვენთანაც აქვთ მოლაპარაკებები. ამ კითხვაზე ძალიან პირდაპირ და კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ თუ რუსი სამშვიდობოები დატოვებენ მთიან ყარაბაღს შესაძლებელია თუ არა ისინი სომხეთში ჩავიდნენ და სომხეთში დარჩნენ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „ამაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან ისინი არიან რუსეთის სამშვიდობო ჯარები მთიან ყარაბაღში და თუ ისინი დატოვებენ მყ-ს, უნდა წავიდნენ რუსეთში. კიდევ ერთი კითხვა: რუსეთში აზერბაიჯანის გავლით წავლენ თუ სომხეთის გავლით? არამგონია ეს პრინციპული იყოს. მაგრამ მათ სომხეთში ყოფნის სამართლებრივი გამართლება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს“.
კითხვაზე, არის თუ არა რუსული 102-ე სამხედრო ბაზის სომხეთში დარჩენის პრობლემა, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ შესაძლოა სომხეთს თავს დაესხნენ და რუსეთი კვლავ განაცხადებს, რომ საზღვრები არ არის დემარკირებული, ფაშინიანმა უპასუხა: „სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობის საფუძველი ძალიან ნათელია, ეს საფუძვლები აგრძელებს არსებობას და ჩვენ არ ვაყენებთ ამასთან დაკავშირებით რაიმე საკითხს“.