მთავარიპოლიტიკა

საიდან მოდის ვარაუდი, რომ რუსეთმა დახურა ან ხურავს ან დაგვიხურავს თავის ბაზარს? ფაშინიანი

საიდან მოდის ვარაუდი, რომ რუსეთმა დახურა, ან ხურავს, ან დაგვიხურავს თავის ბაზარს? ჩვენ ვართ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები მოწესრიგებულია. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სომხური კონიაკით დატვირთული სატვირთო მანქანებს  არ უშვებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. „რამდენჯერ გვქონია  ეს მდგომარეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში? 100-ჯერ მაინც ყოფილა ასეთი სიტუაცია.

ყოველ ჯერზე უნდა ვიცოდეთ ნიუანსები, რათა გამოვიტანოთ დასკვნები. მე ვცდილობდი გამეგო ეს საკითხი და მივიღეთ გარანტიები, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. ეგ საკითხი მოგვარებულია. ჩემი მესიჯი ჩვენი  ბიზნესმენებიაადმი არის შემდეგი შინაარსის:  ხარისხის სტანდარტები ძალიან სერიოზულად უნდა დაიცვათ. როდესაც ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანია, ყველა ბაზარი ღიაა“.

ნახეთ მეტი
Back to top button