პოლიტიკა

უახლოეს 3 წელიწადში ყარაბაღში 100 ათასამდე ადამიანის დასახლება იგეგმება  –  ალიევი

აზერბაიჯანი უახლოეს სამ წელიწადში 100 000-მდე ადამიანს დაასახლებს ოკუპირებულ არცახის ტერიტორიებზე. ამის შესახებ როგორც Tert.am-ი წერს,  ცნობილი გახდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიმართვაში, როდესაც მან  შუშში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 27-ე სესიის მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“ (ბრჭყალები: Tert.am) აღმოიფხვრა „ნაცრისფერი ზონა“ (ბრჭყალები: Tert.am) და ბოლო მოეღო „სეპარატიზმს“ (ბრჭყალები:Tert.am), რომელიც მისი აზრით, „არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და სამართლიანობის გამარჯვება“ (ბრჭყალები:Tert.am).

დავამატებთ,  რომ მიმდინარე წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, იძულებით გადასახლდა მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელი მოსახლეობა  – 100 ათასზე მეტი ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button