შფოთვა, შიში, კოშმარები: მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილ ბავშვებს აქვთ მწვავე ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნები – UNICEF

ორი კვირის წინ მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადასახლების გამო 30 000-ზე მეტ ბავშვს მოუწია სახლებიდან გაქცევა. გაეროს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს განცხადებას, რომ დაუყოვნებელი მხარდაჭერის გარეშე მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება გაუარესდეს.
„სომხეთში თავშეფარებულ ლტოლვილ ბავშვებს აღენიშნებათ მწვავე ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნები. დოკუმენტი UNICEF-თან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვისაა, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ ბავშვებსა და მათ ოჯახებს, იმათ ვისაც იძულებით დაატოვებინეს თავიანთი სახლები ამ ბოლო ხანებში.
გორისში UNICEF-ის ორ უსაფრთხო კუთხეში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც დღეში 300-მდე ბავშვს ემსახურებიან, აღნიშნეს, რომ ბავშვებს ახასიათებთ შფოთვის, შიშისა და ბრაზის გრძნობები.
„ახლა ჩვენ ვხედავთ, რამხელა ტანჯვა განიცადეს ამ ბავშვებმა, როგორც დევნილებმა და საომარი მოქმედებების თვალმხილველებმა. ომმა დიდად იმოქმედა მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ბავშვებს წლების განმავლობაში თან დაჰყვებათ ამ ენით აუწერელი სამწუხარო მოვლენების შედეგები , თუ ისინი არ მიიღებენ მუდმივ მხარდაჭერას“, – ამბობს UNICEF-ის წარმომადგენელმა სომხეთში ქრისტინ ვეიგანდი.