
როდესაც აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ჩვენ მიერ აღიქმება ისე, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინადადებაზე მოლაპარაკებების საქართველოში გამართვის შესახებ.
„გრანადაში გაიმართა შეხვედრა და ევროკავშირის პლატფორმაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პრინციპები დაფიქსირდა ჩვენი და ევროკავშირის თვალსაზრისით. გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში ვიკრიბებით, საუბარი იმ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაზეც მე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს შეესაბამება.
ახლა კი, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ და აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აზერბაიჯანს სხვა პლატფორმაზე გადასვლით უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება სურს.