ალიევი ცდილობს გაამართლოს ეთნიკური წმენდა არცახში

Factor.am-ის გადმოცემით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დსთ ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს 53-ე სესიის მონაწილეებთან შეხვედრაზე ისაუბრა რა მთიანი ყარაბაღის ვითარებასა და ბაქოს მიერ გაჩაღებული აგრესიის შედეგად დაფიქსირებულ ეთნიკურ წმენდაზე, დაიჩივლა მოვლენებზე დასავლური პრესის რეაქციაზე.
,,მე ვიტყოდი, რომ ეს არის ცალმხრივი, მიკერძოებული და აბსოლუტურად არ ასახავს პრობლემის ისტორიას და დღევანდელ რეალობას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. მან განაცხადა, რომ „ოპერაციის შედეგად, რომელიც ერთ დღეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, სომხური ჯარი ყარაბაღში მთლიანად განიარაღებული იქნა“. ალიევი ამტკიცებდა, რომ მთიან ყარაბაღში “შეიარაღებული ჯგუფები ჯერ კიდევ არსებობს”. „დღეს მიმდინარეობს ტერიტორიების ჯგუფებისგან გაწმენდის პროცესი. ჩვენი მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმალება გარკვეული ჯგუფები. 20 სექტემბრის შემდეგ ყარაბაღში შეიარაღებული პროვოკაცია იყო. ტერიტორია საკმაოდ დიდია, მთიანი და ტყიანი, ამიტომ დრო დაგვჭირდება, რომ ტერიტორია მთლიანად გავწმინდოთ ჯგუფებისგან“, – განაცხადა ალიევმა. აღსანიშნავია, რომ არცახიდან სომხები მთლიანად განსახლებულია, იქ დარჩენილი სომხების რაოდენობა, სხვადასხვა ინფორმაციით, 100-ს არ აღემატება, ამიტომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები უსაფუძვლოა.