
Radar Armenia-ს გადმოცემით, 11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 54-ე სესიის ფარგლებში, 34-მა ქვეყანამ გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო. გაეროს ჟენევის ოფისში ერთობლივი განცხადება საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ წაიკითხა.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომეხი მოსახლეობის საკუთარი სახლებიდან მასობრივი დევნა მოხდა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის, ასევე ლაჩინის დერეფნის ცხრათვიანი ბლოკადის შედეგად.
ერთობლივი განცხადების ავტორები დაეთანხმნენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ვოლკერ ტიურქს, რომ აუცილებელია მთიან ყარაბაღში დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების დაუყონებლივ, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. მათ ასევე გამოთქვეს რწმენა, რომ უმაღლესი კომისრის ოფისმა უნდა განახორციელოს მონიტორინგი მთიან ყარაბაღში, შეხვდეს სომხეთში დევნილ ლტოლვილებს და ამის შესახებ მოახსენოს ადამიანის უფლებათა საბჭოს. ქვეყნებმა გამოხატეს მზადყოფნა განიხილონ შემდგომი ნაბიჯების შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა საბჭოში.
განცხადება მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შექმნას პირობები, რათა უზრუნველყოს ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და მუდმივი დაბრუნება მათთვის, ვისაც სურს დაბრუნდეს მთიან ყარაბაღში, განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 22 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების, ასევე საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის, 2023 წლის 22 თებერვლის და 2023 წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებების დებულებები და სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტია.
სრული განცხადება და მასში გაწევრიანებული ქვეყნების სია წარმოდგენილია ქვემოთ.
ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ
ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კრიზისით, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღიდან ბოლო კვირების განმავლობაში დევნილების გამო.
რეგიონში ნამყოფი გაეროს მისიის ანგარიშის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელი სომეხი მოსახლეობა, 100 000-ზე მეტი ადამიანი, სომხეთში გადასახლდა. მოხსენებაში სამართლიანად არის ნახსენები ტანჯვა, რომელიც მათ განიცადეს ასეთი განსაცდელის შედეგად.
სომეხი მოსახლეობის სახლებიდან მასობრივი გადასახლება აზერბაიჯანის მიერ მოხდა 19 სექტემბერს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის, ასევე ლაჩინის დერეფნის ცხრათვიანი ბლოკადის შედეგად, რამაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა გამოიწვია.
ჩვენ მივესალმებით, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარის ფოლკერ თიურქის 26 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში მოუწოდებს პატივი სცენ ეთნიკურად სომხების უფლებებს, დაიცვან სამოქალაქო პირები და მკაცრად დაიცვან საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. ჩვენ სრულად ვეთანხმებით, რომ „ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაფიქსირებული დარღვევები უნდა გამოიძიონ, მათ შორის, სწრაფი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების გზით“.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის შემდეგი შესაბამისი ნაბიჯი უნდა იყოს ადამიანის უფლებების პირდაპირი მონიტორინგი მთიან ყარაბაღში, შეხვედრები ლტოლვილებთან და დევნილებთან და მთიან ყარაბაღში ჯერ კიდევ დარჩენილ სომხებთან, რომლის შედეგების შესახებაც უნდა მოახსენონ ადამიანის უფლებათა საბჭოს. ამიტომ, მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, გაუგზავნონ მოწვევა უმაღლესი კომისრის ოფისს, რათა მან რაც შეიძლება მალე უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა.
ამავდროულად, მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში ჯერ კიდევ დარჩენილი სომხების უსაფრთხოება და უფლებები და დაუყოვნებლივ შექმნას პირობები, რათა უზრუნველყოს მათთვის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და მუდმივი დაბრუნება, ვისაც სურს სახლში დაბრუნება. ასევე გარანტირებული უნდა იყოს სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
ასევე, მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 22 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების, ასევე საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის, 2023 წლის 22 თებერვლის და 2023 წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებების დებულებები და სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტია.
მოვუწოდებთ სომხეთს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, გააგრძელოს ჰუმანიტარული დახმარება კრიზისის შედეგად დევნილთათვის.
საერთაშორისო მისიების შესვლა მთიან ყარაბაღში აუცილებელია დახმარების გაწევის, მიუკერძოებელი მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მოხსენებების შედგენისთვის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ უნდა ეცეს პატივი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ყველა მხარეს შორის დიალოგს ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და განვიხილავთ ნებისმიერ და ყველა შემდგომ ნაბიჯს, რისი გადადგმაც შეიძლება.
1. აშშ
2. ავსტრალია
3. ავსტრია
4. ბელგია
5. ბულგარეთი
6. გერმანია
7. დანია
8. ესტონეთი
9. ირლანდია
10. ისლანდია
11. ესპანეთი
12. ლატვია
13. ლიხტენშტეინი
14. ლიტვა
15. ლუქსემბურგი
16. ხორვატია
17. კანადა
18. კვიპროსი
19. სომხეთი
20. საბერძნეთი
21. იაპონია
22. მალტა
23. გაერთიანებული სამეფო
24. ნიდერლანდები
25. ახალი ზელანდია
26. ნორვეგია
27. შვედეთი
28. შვეიცარია
29. პორტუგალია
30. სლოვაკეთი
31. სლოვენია
32. ურუგვაი
33. ფინეთი
34. საფრანგეთი