პოლიტიკა

გაეროს წარმომადგენელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარადგინა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა რეაგირების პროგრამა

,,პირველი საინფორმაციოს” გადმოცემით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა, მიგრაციისა და მონიტორინგის კომიტეტებმა ერთობლივი მოსმენები გამართეს თემაზე „ყარაბაღის სომხების ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებები“.

სტრასბურგის ევროპულ ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ანდრეას ვისნერმა წარმოადგინა ფაქტები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გადასახლების შესახებ. მან შეახსენა, რომ სომხეთში თავშესაფარი მიიღო 100 632 ლტოლვილმა, მათ შორის 30 000 ბავშვმა, რაც ნიშნავს, რომ აქ ყოველი 30 ადამიანიდან ერთი ახლად ჩამოსული ლტოლვილია. ომის შემდეგ სომხეთში კიდევ 35000-მდე ლტოლვილი დასახლდა.

„ახლად ჩამოსული ლტოლვილები ძირითადად დაბნეულები არიან და აწუხებთ თავიანთი მომავალი. მათ არ იციან, რა მოუვა მათ სახლებს. არ იციან, შეძლებენ თუ არა ერთ დღეს დაბრუნებას. მათ არ იციან ექნებათ თუ არა მათ შვილებს განათლებაზე წვდომა. ლტოლვილთა უმეტესობამ თითქმის არაფერი წაიღო თან და სასწრაფოდ ესაჭიროება პირველადი საჭიროების ნივთები, როგორიცაა საბნები, საწოლი, მედიკამენტები, ფსიქოსოციალური დახმარება და თავშესაფარი. ბევრი, როგორც ბავშვი, ასევე ზრდასრული, ტრავმირებულია და საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას. ”ბევრს აწუხებს მათი ხანდაზმული ნათესავები, რომლებსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და შინაური ცხოველები”, – თქვა ვისნერმა.

მისი თქმით, სომხეთის მთავრობამ თანმიმდევრული და სანაქებო ძალისხმევა გაატარა ახალი ჩამოსულების აღრიცხვისა და მათი მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გაეროს ოფისის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მისი ორგანიზაციის მხარდაჭერას სომხეთსა და სომეხ ლტოლვილებს, ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. მისი თქმით, 7 ოქტომბერს, ფონდების მოზიდვის ორგანიზებისთვის „ლტოლვილთა რეაგირების პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიხედვით, საერთაშორისო თანამეგობრობა 97 მილიონი დოლარის შეგროვებას გეგმავს ხალხის მხარდაჭერის ორგანიზებისთვის. პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ შეავსოს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო აქტორების ძალისხმევა სომეხი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

ნახეთ მეტი
Back to top button