საზოგადოება

ევრონიუსის წარმომადგენლები სომხეთში არაერთი მოვლენის გასაშუქებლად ჩამოვიდნენ

Araratnews.am-ის გადმოცემით, 11 ოქტომბერს ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო Euronews-ის საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი კიელ სტეინი და სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის განვითარების პროგრამის მენეჯერი მარტინ თოვმასიანი. შეხვედრას ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე სისიან ბოღოსიანიც ესწრებოდა.

ევრონიუსის წარმომადგენლები სომხეთში ჩამოვიდნენ არაერთი ღონისძიების გასაშუქებლად, მათ შორის, მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სომხეთი“, რომელიც ორგანიზებული იყო სრ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის მხარდაჭერით.

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ევრონიუსის საქმიანობასა და პრიორიტეტებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი განიხილეს. შემდეგ განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და მიმართულებები, კერძოდ, ტურიზმის სფეროში შესაძლო თანამშრომლობა და სომხეთის ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული შემდგომი ქმედებები.

ევრონიუსის წარმომადგენლები სომხეთში სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მოწვევით ჩამოვიდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button