პოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის სომხები ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი გახდნენ. კიმ კარდაშიანი

ისრაელზე ჰამასის თავდასხმების შემდეგ მსოფლიოში ცნობილმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა თავის ებრაელ მეგობრებს და თქვა, რომ ისინი მარტონი არ არიან და ამ კონტექსტში გაახსენდა ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც მთიანი ყარაბაღის სომხები აწყდებიან. Armenpress-ის ინფორმაციით, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში კარდაშიანმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში „მთელი მსოფლიოს თვალწინ დატერორებული და მოკლული ბავშვებისა და ოჯახების ვიდეოებმა დიდი ტკივილი გამოიწვია“.

აღნიშნა, რომ როგორც ისრაელები, ასევე პალესტინელები იტანჯებიან და მძიმე ფასს იხდიან სასტიკი ტერორიზმის გამო, კარდაშიანმა ასევე ახსენა სომხების გენოციდი, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადა, ასევე აზერბაიჯანში მყოფი სამხედრო ტყვეები.

„როგორც სომეხი, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ ასეთი საკითხების მიმართ, რადგან წლების განმავლობაში ვსაუბრობ სომეხთა გენოციდზე და ახლა, რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ, რომელსაც მინიმალური გაშუქება მოჰყვა მედიაში და არანაირი გარე მხარდაჭერა, არცახის სომხები ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი არიან. ამ დროისთვის ისინი ასევე განიცდიან ექსტრემალურ ჰუმანიტარულ კრიზისს და ჯერ კიდევ არიან სამხედრო ტყვეები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები“, – წერს კარდაშიანი.

ამერიკელმა სომეხმა ვარსკვლავმა დაამატა: „მიუხედავად იმისა, თუ ვის მხარეზე ხართ და როგორ იმოქმედა თქვენზე ბოლო რამდენიმე დღის საშინელებამ, ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ადგილი ჩვენს გულებში თანაგრძნობისთვის უდანაშაულო ადამიანების მიმართ, რომლებიც  ძალაუფლების, პოლიტიკის, რელიგიის, რასისა და ეთნიკური წარმომავლობის გამო გახდნენ მათი მსხვერპლი, ვინც ომს აწარმოებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button