სომეხი სამხედროების ოჯახებისთვის აზერბაიჯანის მიერ მიყენებული ფსიქიკური ტანჯვის შესახებ მოხსენება გამოქვეყნდა

News.am-ის გადმოცემით, ფონდმა „თათოიანმა“ სომეხი სამხედროების ოჯახებისთვის აზერბაიჯანის მიერ მიყენებული ფსიქიკური ტანჯვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
„აზერბაიჯანმა განზრახ მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა სომეხი სამხედროების დედებს, დებს და მათი ოჯახის სხვა წევრებს. ჩვენი ახალი ანგარიში ამის შესახებაა ფაქტებით. მადლობა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს მხარდაჭერისთვის.
აზერბაიჯანის მიერ სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ 2020 წლის 44 დღიანი და 2022 წ 13-14 სექტემბრის ომების დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მრავალი სამხედრო დანაშაული, მათ შორის სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წამება, სასამართლოს გარეშე მკვლელობები. მათ საფუძვლად უდევს ამ ქვეყნის ხელისუფლების სომხური სიძულვილის და მტრობის, გაგრძელებული ფაშისტური პოლიტიკა.
ხელოვნური სისხლისსამართლებრივი დევნით და შეთითხნილი სასამართლო აქტებით, აზერბაიჯანი დღემდე არ აბრუნებს სომეხ სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას. ამგვარად, აზერბაიჯანის მთავრობა განზრახ აყენებს ფსიქიკურ ტანჯვას სომხურ ოჯახებს როგორც მყ-ში, ასევე სომხეთში.
ეს ანგარიში განიხილავს და ასახავს აზერბაიჯანის ამ დანაშაულებრივ ქმედებებს. მაგალითად, აზერბაიჯანელი სამხედროები აფერხებდნენ სამძებრო სამუშაოებს, გადამალეს და არ აბრუნებდნენ სამხედროების ცხედრებს და ა.შ.
«Facebook», «Twitter», «TikTok» და სხვა სოციალურ ქსელებზე აზერბაიჯანული მომხმარებლების ანგარიშები, რომლებსაც მიზანში ჰყავთ სომეხი აუდიტორია, ავრცელებენ და პირდაპირ ოჯახებს უგზავნიან მოკლული და წამებული ოჯახის წევრ სამხედროების ფოტოებს.
კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაულები წახალისებულია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. ისინი მიზნად ისახავენ მძიმე ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებას, ოჯახებში და სომხურ საზოგადოებაში დაძაბულობის შენარჩუნებას. ანგარიშის მომზადება ასევე მოიცავდა გასაუბრებას სამხედროების ოჯახებთან და საჭირო დოკუმენტაციის შესწავლას.
ჩვენ მადლობას ვუხდით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ანგარიშის მომზადებაში მხარდაჭერისთვის. ეს ანგარიში მოამზადა სამართლისა და მართლმსაჯულების ცენტრის ფონდმა „თათოიანმა“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ამერიკელი ადვოკატები კარო ღაზარიანი და გარნიკ ქერქონიანი.