მთავარიპოლიტიკა

გრიგორიანმა და კლაარმა განიხილეს ბრიუსელში მოსალოდნელ ფაშინიან-ალიევი-მიშელის შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ტოივო კლაართან შეხვედრაზე ისაუბრა რეგიონის უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. არმენ გრიგორიანმა შეხვედრის შესახებ აცნობა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით.

„12 ოქტომბერს მივიღე ტოივო კლაარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში.

შეხვედრისას შევეხეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს და სტაბილურობის შენარჩუნებას. განვიხილეთ ბრიუსელში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადება“, – ნათქვამია პოსტში.

ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით.

ნახეთ მეტი
Back to top button