საზოგადოება

„რატომ არაფერი თქვით აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკურ წმენდაზე? თანკიანმა მიმართა ბარაკ ობამას

თავის X ბლოგში სერჟ თანკიანმა მიმართა ბარაკ ობამას და ჰკითხა, რატომ არ ლაპარაკობდა ეს უკანასკნელი სომხების იძულებით დეპორტაციაზე არცახიდან, როცა ეს ორი კვირის წინ მოხდა. მსოფლიოში ცნობილმა როკ-მუსიკოსმა აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის პოსტი გააზიარა, რომელშიც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ ყველა ამერიკელი უნდა იყოს შეშინებული და აღშფოთებული ისრაელზე ტერორისტული თავდასხმებით და უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობით.

„ჩვენ ვწუხვართ დაღუპულთა გამო, ვლოცულობთ მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისთვის და ვდგავართ ჩვენს მოკავშირე ისრაელთან ერთად, როდესაც ის ანადგურებს ჰამასს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – ნათქვამია ობამას განცხადებაში.

საპასუხოდ თანკიანმა დაწერა: „ძვირფასო ბარაკ ობამა, რატომ არ თქვით არაფერი აზერბაიჯანის მიერ ორი კვირის წინ მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკურ წმენდაზე? თქვენი უფლებამოსილების პერიოდში თქვენ ჩააგდეთ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი და სიტყვაც არ გითქვამთ 120 ათასი ადამიანის ეთნიკურ წმენდაზე და 3000 წლის მშობლიური მიწიდან მათ იძულებით გადასახლებაზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button