
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი 16-23 ოქტომბერს ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე მთიან ყარაბაღს, სადაც ყურადღება გაამახვილებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე.
ამის შესახებ „Armenpress“-ს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში განუცხადეს.
კომისარი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ბოლოს გაკეთდება განცხადება.