კულტურული გენოციდი მთიან ყარაბაღში გარდაუვალია – Time

ამერიკულ ჟურნალ Time-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეხება მთიანი ყარაბაღის კულტურულ გენოციდს. სტატიის ავტორი ამას გარდაუვალად მიიჩნევს, აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ მყოფი სომხური კულტურული მემკვიდრეობის ბედის გათვალისწინებით ნახიჩევანში.
„Armenpress“-ის ცნობით, სტატიის ავტორი სათაურით „რა არის კულტურული გენოციდი მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის“ იხსენებს ჯუღას ხაჩქარების ნგრევას, ჯრაკანის (ჯაბრაილის) წმიდა ასტვაცაწინის ეკლესიის დანგრევას, აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სოფელ დიდთაღერის სომხური სასაფლაოს, ასევე შუშის წმინდა ეკლესიის დაბომბვას და ვანდალიზმს ღაზანჩეცოცის ეკლესიის მიმართ.
„ათასობით წლების განმავლობაში სომხური ცხოვრების მოსპობა არცახში შესაძლებელი გახდა იმ ადამიანების უმოქმედობისა და ერთი შეხედვით გულგრილობის გამო, ვისაც ამის თავიდან აცილება შეეძლო. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ხმამაღლა საუბრობენ ადამიანის საყოველთაო უფლებებზე, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ ცხრა თვის განმავლობაში, სანამ არცახის მოსახლეობას ართმევდნენ საკვებს, მედიკამენტებს, საწვავს და სხვა სასიცოცხლო საშუალებებს. მათ არაფერი გააკეთეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ბრძანების შესასრულებლად, რომელიც აზერბაიჯანს 2023 წლის თებერვალში მოსთხოვეს ბლოკადის შეწყვეტა. ამ უმოქმედობამ აშკარად წაახალისა აზერბაიჯანი თავდასხმაზე“, – წერს სტატიის ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინა მარანცი.
ავტორი აფრთხილებს, რომ ისტორიიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ეთნიკურ წმენდას, როგორც წესი, თან ახლავს კულტურული ობიექტების სხვადასხვა სახის განადგურება, დაწყებული ვანდალიზმიდან სრულ განადგურებამდე. მარანცის თქმით, ნაკლებად ცნობილ და პატარა ეკლესიებსა და ძეგლებს მიწასთან გაასწორებენ, ხოლო უფრო ცნობილებს, როგორიცაა შუა საუკუნეების სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლები დადივანქში ან განძასარში, გააყალბებენ. ავტორი იხსენებს, რომ აზერბაიჯანმა უკვე სცადა მათი „კავკასიური აღვანქის მონასტრებად“ წარმოჩენა. ბევრი სხვა ძეგლიდან კი, ავტორის აზრით, სომხური წარწერები წაიშლება.
ავტორი ასევე იხსენებს 1915 წ. კულტურულ გენოციდს სომხების გენოციდის შემდეგ.
„ახლა დროა მსოფლიომ დაიცვას მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხური კულტურა. თუ არა, მაშინ რომელი კულტურა იქნება შემდეგი“, – ასკვნის სტატიის ავტორი.