
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სომხეთის ეკონომიკის მაღალი ზრდა დსთ-ს ქვეყნების ინტეგრაციას დაუკავშირა. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„დსთ ინარჩუნებს აქტუალობას. შეხედეთ სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპებს. დიახ, მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება სომხეთს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. იქ, ჩემი აზრით, 15 პროცენტია“, – განაცხადა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ჩინეთმა აჩვენა მსგავსი რამ საუკეთესო დროს.
„თქვენ გგონიათ, რომ ეს ისე მისით მოხდა? – არა, ეს ინტეგრაციის შედეგია“, – ირწმუნება პესკოვი.