მთავარიპოლიტიკა

პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა სომხეთში ჩავიდეს ან რუსეთში მიიღოს  ფაშინიანი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ჩავიდეს სომხეთში ან მიიღოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ მასთან (ფაშინიანთან, რედ.)  და არის მისი მოწვევა და არის ჩვენი მიწვევა რუსეთში. ჩვენ ყველანი შეგნებული ადამიანები ვართ, გვესმის იქ რა ხდება. ეს არის ყარაბაღელი სომხების ტრაგედია. მას  ახლა ალბათ მოგზაურობის დრო არ აქვს. მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ კავშირს, ვმუშაობთ მასთან“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, როცა ნორმალური მდგომარეობა დამყარდება, ის სომხეთში ჩავა, ფაშინიანი კი რუსეთში.

„არის შესაბამისი გრაფიკი, მუშაობს ჩვენი ყველა სამსახური, კონტაქტზეა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე მთავრობის ეკონომიკური ბლოკი. ჩვენი მუშაობა არ შეწყვეტილა,  მუშაობა გრძელდება“, – დაასკვნა პუტინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button