პოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გადახედოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს –  ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას გააფრთხილა კანონმდებელთა მცირე ჯგუფი, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა მალე შეიჭრას სომხეთში, იტყობინება POLITICO საუბარში მონაწილე ორ პირზედნობით.

3 ოქტომბერს გამართულ საუბარში კანონმდებლებმა ბლინკენზე მოახდინეს ზეწოლა  სექტემბერში მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის თავდასხმის საპასუხოდ ალიევის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების გამო.

ბლინკენმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს აზერბაიჯანის  პასუხისმგებლობუს დაკისრების საკითხში  და არ გეგმავს 907-ე რეზოლუციის გაგრძელებას, რომელიც საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარება გაუწიოს ბაქოს. მან დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას.

POLITICO-სთვის მიწოდებულ განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ დეპარტამენტი ერთგულია „სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ და კონფლიქტის „პირდაპირი მოლაპარაკებების გზით“ გადაწყვეტის საკითხის.

ნახეთ მეტი
Back to top button