კულტურა

ჩატარდა საქართველოსა და სომხეთის მხატვართა კავშირის წევრის თენგიზ მიქოიანცის პერსონალური გამოფენა

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს იურისტისა და სამართალმცოდნის კარენ ეგიაზარიანის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქ. თბილისში საგამოფენო სივრცე – Iart Gallery-ში ჩატარდა საქართველოსა და სომხეთის მხატვართა კავშირის წევრის თენგიზ მიქოიანცის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „თბილისური შემოდგომის ფერები“. გამოფენის ფორმატში წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ როგორც წინა წლებში შესრულებული, ასევე უახლესი ნამუშევრებიც.

ღონისძიების დაწყებისას, სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა ღონისძიების ორგანიზატორმა კარენ ეგიაზარიანმა, რომელმაც ისაუბრა სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი ურყევი კავშირების მნიშვნელობაზე, კულტურული ურთიერთობებისა და ორ ხალხს შორის არსებული ძმობის გაღრმავებისა და ასეთი ტიპის ღონისძიებების განსაკუთრებულ როლზე.

გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს მხატვართა საზოგადოების, სომხური სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის, სხვადასხვა უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ნახეთ მეტი
Back to top button