მთავარიპოლიტიკა

რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის გამო მთიანი ყარაბაღი ერთ კვირაში 100 000-ზე მეტმა სომეხმა დატოვა. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა ნათლად და ცალსახად აჩვენა თავისი გადაწყვეტილება შეუძლებელი გახადოს სომხების ცხოვრება მთიან ყარაბაღში.

Armnenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროა, უკიდურესად სამწუხარო, რომ ასობით მოწოდების, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ცალკეული ქვეყნების პარლამენტების რეზოლუციების, აღმასრულებელი ორგანოების, საერთაშორისო საზოგადოების მიმართვების მიუხედავად, ჩვენ ყველამ ვერ შევძელით  სომხების ეთნიკური წმენდის აღკვეთა მთიან ყარაბაღში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან დასძინა, რომ სომხეთის მთავრობამ და ევროპარლამენტმა არაერთხელ გააფრთხილეს მთიან ყარაბაღში მოსალოდნელი ეთნიკური წმენდის შესახებ, სომხეთის მთავრობამ მრავალი მოწოდება გაუგზავნა გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირს, გაეგზავნათ ფაქტების დამდგენი ჯგუფი უკანონოდ გადაკეტილ ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში, მაგრამ არცერთ სტრუქტურას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია.

„გაეროს უშიშროების საბჭოში ამ თემაზე სამი დისკუსია წამოვიწყეთ, მაგრამ დისკუსიებს პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია და ახლა უკვე მთიანი ყარაბაღი სომხებისგან დაცლილია. რუსული სამშვიდობო ძალების უმოქმედობის გამო ერთ კვირაში 100 000-ზე მეტმა სომეხმა მიატოვა თავისი სახლი და სამშობლო მთიან ყარაბაღში, კიდევ 20 000 იძულებული გახდა დაეტოვებინა მთიანი ყარაბაღი 44-დღიანი ომის შემდეგ, ზოგიერთი მათგანი კი ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის გამო, რომელიც 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და მათ ყარაბაღში დაბრუნების საშუალება აღარ ჰქონდათ.

დღეს კი ზოგიერთს ვითომ არ ესმის, რატომ დატოვეს სომხებმა მთიანი ყარაბაღი მასობრივად. ასეთი კითხვის დასმა თავისთავად ცინიზმია, რადგან პასუხი უფრო ნათელია. „აზერბაიჯანმა ნათლად და ცალსახად აჩვენა თავისი გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელი გახადოს სომხების ცხოვრება მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის დროს მთიანი ყარაბაღის სომხები მოკლებული იყვნენ გაზის, ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, ბავშვთა საკვების, მედიკამენტების, ჰიგიენური და სხვა აუცილებელი ნივთების მიწოდებას და სამოქალაქო პირები, რომლებიც ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდა.

„2022 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩვენ ათობით გავაფრთხილეთ აზერბაიჯანის გეგმის შესახებ. ლაჩინის დერეფნის დახურვის შემდეგ ხალხი აშიმშილოს, გაზარდოს სამხედრო, პროპაგანდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლა, შემდეგ გახსენანთ ლაჩინის დერეფანი და ამით აიძულონ ყველა სომეხი დატოვოს მყ.

ასეთ სცენარზე 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში ვისაუბრეთ, ხმამაღლა და საჯაროდ ვისაუბრეთ. და მე არ ვიღებ ზოგიერთი საერთაშორისო ოფიციალური პირის გაკვირვებულ სახეებს სექტემბერში მომხდარი მთიანი ყარაბაღის დეპოპულაციის გამო“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მთიან ყარაბაღში მომხდარის სახელის დარქმევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამშობლოწართმეული ადამიანების მომავალი უფლებების დაცვა.

ნახეთ მეტი
Back to top button