
„შარლ მიშელმა მიიწვია ორი ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში შეხვედრის გასამართად და სომხური მხარე მზადაა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – Radar Armenia-ს ინფორმაციით, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა ბრიფინგზე.
სომხეთს სურს მშვიდობის მიღწევა მეზობლებთან და პლატფორმა სულაც არ არის პრიორიტეტული. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები, რომელთა თანდასწრებითაც მიმდინარეობს ეს დისკუსიები აზერბაიჯანულ მხარესთან, არ ეცადონ თავიანთი ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლა სომხეთის ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა კოსტანიანმა.