საზოგადოება

აზერბაიჯანის სასამართლოში მოითხოვეს „არცახელ სომეხს დათხარონ თვალები და ამოგლიჯონ ენა“

ბაქოში გატაცებული ვაგიფ ხაჩატრიანის წინააღმდეგ სასამართლო ფარსი დღესაც გრძელდება.

როგორც აზერბაიჯანული მასმედია იუწყება, ერთ-ერთმა „მსხვერპლმა“ განაცხადა, რომ ბრალდებულმა აზერბაიჯანელები დაწვეს და ამისთვის  მას უნდა „დათხარონ თვალები და ამოგლიჯონ ენა“

„დავწვი თუ არა აზერბაიჯანელი ხალხი? მე იქ არ ვყოფილვარ ძვირფასო. “სად დამინახე იქ?” რამდენჯერმე იკითხა ხაჩატრიანმა, რის შემდეგაც დაზარალებული გაჩუმდა.

შეგახსენებთ, რომ ვ. ხაჩატრიანი არცახის პირველი ომის მონაწილეა, ის გაიტაცეს ლაჩინის დერეფნის გადაკვეთისას  საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომლების თანხლებით მგზავრობისას. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ხაჩატრიანს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული  წაუყენა. მიუხედავად აზერბაიჯანის ხელისუფლების აშკარა უკანონო ქმედებებისა, მათ შორის საერთაშორის წითემი ჯვრის  მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანის გატაცებისა, ხაჩატრიანი არათუ არ გაათავისუფლეს, არამედ ბრალდებულის სკამზეც გამოჩნდა.

ნახეთ მეტი
Back to top button