პოლიტიკა

ბაირამოვმა ქლევერლის ზღაპარი უამბო მთიანი ყარაბაღის სომხების ინტეგრაციის შესახებ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიმს კლევერლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც APA აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, სატელეფონო საუბრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, “სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის არსებული მდგომარეობა და სამშვიდობო პროცესი”.

აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე არალეგალური შეიარაღებული ძალების განიარაღების გამო მოიხსნა დაბრკოლებები სომეხი მაცხოვრებლების აზერბაიჯანულ საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა. რა უპასუხა ქლევერლიმ  ამ უხეშ ტყუილს, პრესისთვის უცნობია.

ცნობილია, რომ ჯეიმს კლერლიმ ხაზი გაუსვა “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და მოგვარების დღის წესრიგზე მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას”.

აზერბაიჯანის აგრესიის და 19-20 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების ფაქტობრივი კაპიტულაციის შემდეგ, რეგიონის მთელმა მოსახლეობამ, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა, რამდენიმე დღეში დატოვა მშობლიური ქალაქი და სოფლები და გადავიდა სომხეთში. მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათეული სომეხი დარჩა, რომლებიც ავადმყოფები არიან.  ამრიგად, ბაირამოვის თქმით, პრობლემა მოგვარდა პრინციპით „არ არსებობს სომეხი, არ არსებობს პრობლემა“.

ნახეთ მეტი
Back to top button