
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა და სომხეთი მშვიდობის შესახებ მის წარმოდგენებს რეგიონის ინტერესებს არანაირად არ უპირისპირებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად ყველა ომის, გართულებისა და კრიზისისა, ის ევროპარლამენტში მივიდა მთავარი გზავნილით, რომ სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ანუ სიტუაცია, როდესაც რეგიონის ყველა ქვეყანა იცხოვრობს ღია საზღვრებით, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და კულტურულად დაკავშირებული, ყველა საკითხის დიპლომატიური და დიალოგის გზით გადაწყვეტის ტრადიციით. „განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მშვიდობის შესახებ ჩვენი წარმოდგენა არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩვენი რეგიონის ინტერესებს, რადგან ჩვენი ქვეყანა შეიძლება იყოს მშვიდობიანი, თუ რეგიონი მშვიდობიანია“, – განაცხადა პრემიერმა.
ფაშინიანმა მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერა თავის მთავარ პოლიტიკურ ვალდებულებად მიიჩნია. მან დასძინა, რომ ასეთი ვალდებულების აღება ადვილი არ არის აზერბაიჯანთან ხანგრძლივი კონფლიქტის, მრავალი მსხვერპლის, უგზო-უკვლოდ დაკარგულების, პატიმრების, ტანჯვისა და სასოწარკვეთის გათვალისწინებით.