მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზადაა წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი  – ფაშინიანი

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო და ურთიერთობების მოგვარების შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

„ჩვენ მზად ვართ წლის ბოლომდე გავაფორმოთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო და ურთიერთობების მოგვარების ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა გამოცხადებულიყო გრანადაში გამართულ შეხვედრაზე, რაზეც შეთანხმება, სხვათა შორის, 15 ივლისს ბრიუსელში მიღწეული იქნა და ამ შეთანხმების შესახებ ასევე ლაპარაკია  შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   შეხვედრაზე არ მისვლით ჩვენი საქმეები არ გაადვილებულა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, მან ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ძალიან რეალური გახდება, თუ ოფიციალურად დადასტურდება ყველა ის პრინციპი, რომელიც იქნა მიღებული ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button