მთავარიპოლიტიკა

სომხეთს სჭირდება საერთაშორისო დახმარება მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა დასახმარებლად

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა დასახმარებლად. ამ მხრივ მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას ელის.

ამის შესახებ, როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროსაბჭოს სესიაზე განაცხადა.

„დღეს უკვე მიღებული და ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი უნდა გამოვყოთ მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა დასახმარებლად. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დახმარება, მათ შორის საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. არ მიმაჩნია ზედმეტად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ შევქმენით იძულებით გადაადგილებულთა მხარდასაჭერად ისეთი მექანიზმი, რომ მათთვის გამოყოფილი თანხები გადაირიცხოს ნაღდი ფულით, ანუ თანხების განაწილება იყოს გამჭვირვალე, შემოწმებადი და მიკვლევადი. ამ სისტემის ასე მუშაობა დღესაც გრძელდება.

და ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, რომლებმაც უკვე გააკეთეს ან გააგრძელებენ ასიგნებებს მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებით გადაადგილებით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button