კულტურა

ამიერიდან Age Of Empires II-ში სომეხი და ქართველი გმირების როლში თამაში იქნება შესაძლებელი. ვინ არიან ისინი

იმპერიების ხანა II. Definitive Edition რეალურ დროში სტრატეგიული ვიდეო თამაშის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ თამაშს ექნება დანამატი სახელწოდებით The Mountain Royals, რომელიც მიეძღვნება კავკასიელი ხალხებიდან სომხებსა და ქართველებს.

სიახლე თავდაპირველად ინსაიდერებმა გაავრცელეს, მაგრამ თამაშის ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე გამოაქვეყნა დეტალური მიმოხილვა იმ ისტორიული კონტექსტის შესახებ, რომელშიც სომეხი და ქართველი ხალხები განვითარდნენ. იქ შესაძლებელი იქნება სომხების და ქართველების ურთიერთობების გაცნობა მონღოლებთან, ბიზანტიასთან, თურქებთან, თემურლენგთან და სხვა მეზობლებთან.

თამაშში საქართველოსა და სომხეთს ექნებათ საკუთარი მახასიათებლები და თამაშის ელემენტები, რომლებიც ასახავს ამ ქვეყნების განსაკუთრებულობებს. სომხეთის კამპანიაში მოთამაშეები თოროს II დიდის როლს შეასრულებენ, საქართველოს შემთხვევაში კი თამარ მეფის როლს.

Mountain Royals-ის გაფართოება ხელმისაწვდომი იქნება 31 ოქტომბერს. Steam-ზე ღირს $12.5. იმპერიების ხანა II. Definitive Edition გამოვიდა 2019 წელს. რეალურ დროში სტრატეგიული თამაში ხელმისაწვდომია PC, Xbox One და Xbox Series X/S კონსოლებზე. ორიგინალური Age of Empires II გამოვიდა 1999 წელს.

ნახეთ მეტი
Back to top button