პოლიტიკა

ბაქო ფრანგული საქონლის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს

Factor.am-ის გადმოცემით, 1 ნოემბრიდან აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტო (AQTA) საფრანგეთიდან ქვეყანაში მაღალი რისკის შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვებს შემოიღებს. AQTA-ს თანახმად, იმპორტისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის მაღალი რისკის პროდუქტები აზერბაიჯანის კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. ამ მოთხოვნის ფარგლებში, AQTA-მ გამართა შეხვედრები საკვების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან მთელი რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ ფრანგ მწარმოებლებთან. აღნიშნულია, რომ არაერთი შეტყობინების მიუხედავად, ფრანგულმა საწარმოებმა, სავარაუდოდ, AQTA-ს შესაბამისი მოთხოვნით არ მიმართეს. „შესაბამისად, 2023 წლის 1 ნოემბრიდან იმოქმედებს შეზღუდვები საფრანგეთის დაწესებულებებში წარმოებული მაღალი რისკის შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტზე, რომლებსაც ნებართვისთვის არ მიუმართავთ“, – ნათქვამია განცხადებაში. ანტიფრანგული პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ამ გადაწყვეტილების ფონზე ჩნდება კითხვა, იტყვიან თუ არა უარს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები ფრანგული პროდუქციის გამოყენებასა და იმპორტზე, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი სასმელი წყლიდან დაწყებული საკვებით დამთავრებული ალიევების ოჯახს საფრანგეთიდან ჩამოაქვს.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button