პოლიტიკა
ევროკავშირმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა არცახიდან დევნილებს

Factor.am-ის გადმოცემით, ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ევროპულმა ცენტრმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა სომხეთს, მყ-ში ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილთათვის. „ევროკავშირი აგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღიდან დევნილი ოჯახებისთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის სომხეთის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თანდართული ვიდეო გამოქვეყნდა. აღნიშნულია, რომ დახმარების საერთო მოცულობამ 50 ტონა შეადგინა, ძირითადად სამზარეულო, ჰიგიენური საშუალებები და საბნები.