
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ერთ-ერთ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგების მთავარი ელემენტია. მარია ზახაროვას თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების საფუძველი 2020-2022 წლებში უმაღლეს დონეზე მიღწეული სამმხრივი შეთანხმებებია.
„რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით უკვე გამართა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის 12 შეხვედრა, დეტალურად იქნა შესწავლილი სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტების პაკეტი. ბოლო შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა პროგრესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის ვარიანტების შეთანხმებაში. მიღწეული იქნა საერთო გაგება ერასხ-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის მარშრუტზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენისა და ორგანიზების მკაფიო ნაბიჯების შესახებ.
ამ საქმეში ჩვენ გამოვდივართ ურთიერთგაგების აუცილებლობიდან, ისევე როგორც ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის საჭიროებიდან. კომუნიკაციების განბლოკვის პროგრესი დამატებით ბიძგს მისცემს სამმხრივ მუშაობას სხვა მიმართულებით. საუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებასა და დემარკაციაზე“.