„TaTever“ საბაგირო გზა მოხვდა „World Travel Awards 2023“-ის კატეგორიაში „მსოფლიოს წამყვანი საბაგირო“

“TaTever” საბაგირო კვლავ ნომინირებულია პრესტიჟულ World Travel Awards 2023 საერთაშორისო კონკურსზე ტურიზმის სფეროში “მსოფლიოს წამყვანი საბაგირო 2023” კატეგორიაში. პროექტმა უკვე მოიგო ეს ნომინაცია 2021 წელს. ახლა ის კონკურენციას უწევს საბაგიროებს ბოლივიაში, ბრაზილიაში, ვიეტნამში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში.
“TaTever” საბაგირო გზა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სამგზავრო საბაგიროა. იგი ჩაიწერა გინესის რეკორდების წიგნში არა მხოლოდ მისი სიგრძის გამო, რომელიც 5752 მ-ია, არამედ როგორც მსოფლიოში ამ მასშტაბის ერთადერთი საინჟინრო ნაგებობა, რომელიც აშენდა სულ რაღაც 10 თვეში. საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანია Doppelmayr/Garaventa-მ განახორციელა, რომელიც ლიდერია საბაგირო გზების მშენებლობაში.

2023 წლის 16 ოქტომბერს „ტატევერის“ საბაგირო გზამ თავისი მოღვაწეობის 13 წელი აღნიშნა. 2010 წლიდან 1 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა საბაგირო გზა. მისი წყალობით, სომხეთში ყოველი მეხუთე ტურისტი სტუმრობს ტატევს. პროექტი „ტატევერი“ რუბენ ვარდანიანისა და ვერონიკა ზონაბენდის მიერ დაწყებული პროექტის „ტატევის აღორძინების“ ფარგლებში ხორციელდება. საბაგირო არის არაკომერციული პროექტი, საიდანაც მთელი შემოსავალი მოხმარდება ტატევის მონასტრის აღდგენასა და თემების განვითარებას. საბაგიროს მართავს Impulse Business Management.
„ტატევერის“ საბაგიროზე ხმის მისაცემად საჭიროა:
1. გადადით დაჯილდოების ცერემონიის ოფიციალურ ვებსაიტზე
2. რეგისტრაცია ელექტრონული ფოსტით
3. დაადასტურეთ მიღებული ელ.წერილი,. შეტყობინება
4. დააწკაპუნეთ ღილაკზე Vote Now
5. აირჩიეთ განყოფილება World
6. აირჩიეთ სტრიქონი 60: World’s Leading Cable Car Ride 2023
7. მიეცით ხმა Wings of Tatev, Armenia-ს სასარგებლოდ.
ხმის მიცემის ბოლო ვადაა 17 ნოემბერი.
