პოლიტიკა

აზერბაიჯანული მასმედიის ცნობით, უახლოეს მომავალში ირანში 3+3 შეხვედრაა მოსალოდნელი

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს მომავალში ირანში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება 3+3 რეგიონული ფორმატი (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო). აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობაზე ოფიციალური ერევანი დათანხმდა. საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ არის. სომხეთის მონაწილეობაზე ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა. მინისტრის ვიზიტებისა და შეხვედრების შესახებ სათანადოდ ვაცნობებთ“, – განუცხადა FACTOR.AM-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა.

ნახეთ მეტი
Back to top button