საზოგადოება

დავით გაბაიძემ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა, სასამართლოს თავმჯდომარის არმან დილანიანის ხელმძღვანელობით.

ამის შესახებ ინფორმაციას interpressnews-ის თანახმად აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – მერაბ ტურავა და სომხეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში – ნარინე მატოსიანი ესწრებოდნენ.

„დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, სტუმრებს, აჭარის უმაღლეს საბჭოში გატარებულ რეფორმებზე, ღია მმართველობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და საკანონმდებლო ორგანოში დანერგილ სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია აჭარაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით, საპასუხო ვიზიტით იმყოფება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button