მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს წარუდგინა  ფაქტები მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდისა  და 100 000 სომეხი ლტოლვილის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს გააცნო ფაქტები მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდისა  და 100 000 სომეხი ლტოლვილის შესახებ.

ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში ლიტვის პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მე ასევე წარვუდგინე პრემიერ მინისტრს შიმონიტეს ჩვენს რეგიონში შექმნილი ვითარება, უპირველეს ყოვლისა, ეთნიკური წმენდის შესახებ, რომელსაც მოჰყვა  100 000 სომეხი ლტოლვილის ჩამოსვლა სომხეთში,  ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა სომხეთის მთავრობამ  მათი გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვის მთავრობას და ევროკავშირს ამ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე სწრაფი რეაგირებისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ ამ ჰუმანიტარული მხარდაჭერის უწყვეტობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button