საზოგადოება

შედგა ევროკავშირ-სომხეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების კომიტეტის შეხვედრა

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ევროკავშირი-სომხეთის ერთობლივი კომიტეტის შეხვედრა ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ, რათა განეხილათ პროგრესი და არსებული გამოწვევები. ამის შესახებ NEWS.am-ს სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

„ამ შეთანხმების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებსა და ბიზნეს თემებს შორის კონტაქტებს.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, სომხეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის ვიზების რაოდენობა გაიზარდა. 2021 წლის განმავლობაში გაიცა 62 000 შესვლის ნებართვა, საიდანაც 41 პროცენტი იყო მრავალჯერადი შესვლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button